გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო, კვლევების მიხედვით, არის ავტომობილი და აუცილებელია, ავტოპარკის შეცვლა. აღნიშნული განცხადება აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"კვლევებს ვაგრძელებთ. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებელები ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა და იმისათვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ჩვენ გვჭირდება მივიღოთ ზომები და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ავტოპარკი", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
გარემოს დაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საწვავის ხარისხზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ცალკეული სახეობის საწვავი, რომელიც იყიდება, უკვე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.