იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სულ სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტური ადგილია, კონკურსი კი ორ ეტაპისგან შედგება. მისი თქმით, კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალედ, ყველა პროცედურის დაცვით განხორციელდება.
"პირველი ეტაპი უკვე გავლილია. ეს არის დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც კონკრეტულმა კანდიდატურებმა წარმოადგინეს და ასევე რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მათ შესახებ. დღეს იწყება მეორე - გასაუბრების ეტაპი. საბჭოს წევრების მიერ კონკრეტული კანდიდატი გამოიკითხება კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს კენჭისყრა. საერთო სასამართლოების სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია. ვცდილობთ ძალიან გამჭვირვალედ, ყველა პროცედურის დაცვით განვახორციელოთ გასაუბრება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება კენჭისყრები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.