მთავრობა საქართველოში სასტუმროების ქსელისა და კინო-ინდუსტრიის განსავითარებლად ახალი ინიციატივით გამოდის
03-12-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება - სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 124-ე საწარმოს ამატებენ. ერთ-ერთი ასეთი საწარმო სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში შეიქმნება.


„ეს იქნება საკვები პროდუქტების საწარმო და ამისთვის 700 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


სახელმწიფო პროგრამისთვის კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისა და სასტუმროების კომპონენტის დამატების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სასტუმროს კომპონენტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ტურიზმიდან შემოსავლები მილიარდ 800 მილიონ დოლარს უტოლდება, ხოლო კინოინდუსტრიის პროექტით, რომელიც მომზადებულია კულტურის სამინისტროსთან ერთად, მთავრობას სურს, წაახალისოს საქართველოში საერთაშორისო ფილმების, სერიალების გადაღება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების, გადასაღები მოედნების, პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.


,,ტურიზმი არის ტრადიციული მიმართულება და მოგეხსენებათ, აქედან საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლები გვაქვს. კერძოდ, მიმდინარე წელს მილიარდ 800 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ. რაც შეეხება კინოინდუქსტრიას, ის ჩვენთვის ახალი მიმართულებაა, მაგრამ ამ კუთხითაც არსებობს უდიდესი პოტენციალი. ჩვენ გვინდა შევქმნათ მასტიმულირებელი პაკეტი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო ფილმებს, სერიალებს, კლიპებს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მათი გადაღება. ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გამოიწვევს პროფესიონალების ჩამოყალიბებას, გადასაღები მოედნების შექმნას და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სარგებელია“, -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი