მთავარი მიზანია მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი - იან კელი არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება
03-12-2015, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩვენები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა და განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა.


"ამ შეხვედრას ორი მიზეზი აქვს - პირველი მიზეზია ის, რომ მინდა შევხვდე ამ განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის აქტორებს, რომლებიც საქმიანობენ ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრები და ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანია შევხვდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს არის ძირითადი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ მსურს ინფორმაციის მიღება, ვინაიდან კვლავ შესწავლის რეჟიმში ვარ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ", -განაცხადა იან კელიმ.


მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე ინფორმაციას მიიღებს ასევე საქართველოში საარჩევნო სისტემის შესახებაც.


"თქვენი საარჩევნო სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს, რომ მან ჯანმრთელი და დინამიური დემოკრატიული საზოგადოება განამტკიცოს და მოახდინოს დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია", -განაცხადა იან კელიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი