"როდესაც ვსაუბრობთ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ამოსავალი წერტილი არის მოქალაქეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
ქუმსიშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რიგ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.
"ჩვენი მთავარი საზრუნავი არის მოქალაქე და მოქალაქის ჯანმრთელობა. როდესაც ვსაუბრობთ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, ამოსავალი წერტილი არის სწორედ უსაფრთხო გადაადგილება. ასევე, ამოსავალი წერტილია ეკოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.