3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი განცხადებით ეხმაურება.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ამოცანაა“ - გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები მათ.
ამ ადამიანთა მდგომარეობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კულტურის დონის ყველაზე მკაფიო ანარეკლია. ამ კულტურის საფუძველი უნდა იყოს ცოდნა, რომ ბუნების კანონით, თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია.
ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს" - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.