ომბუდსმენი შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
03-12-2015, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 


ომბუდსმენი, განცხადებაში, საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და სახელმწიფოს მოუწოდებს აქტიურად წარმართოს საქმიანობა პრობლემების გადაჭრის მიზნით.

 


"3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს დაწესდა.

 


ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ყურადღების მიქცევა მათ საჭიროებებზე, მათი ღირსების დაცვა და მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ პირთა სრული ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.

 


მსოფლიო მასშტაბით 3 დეკემბრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ თემას ეძღვნება. მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (შDG) მიღების შემდგომ პერიოდში აღინიშნება, რომლის ერთ-ერთი მოწოდებაა "არავინ დავტოვოთ უკან".

 


3 დეკემბრის დღესთან დაკავშირებით, გაერო-ს გენერალური მდივნის მისალმებაში ნათქვამია, რომ მდგრადი, ინკლუზიური და სოციალური ბარიერებისგან თავისუფალი მსოფლიოს მშენებლობა მოითხოვს ყველა ადამიანის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფართო მონაწილეობას.

 


საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა სრული ჩართულობა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეუერთდა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, სახელმწიფოსთვის კვლავ გამოწვევაა მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (ჩღPD) იმპლემენტაციის პროცესის დაჩქარება, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობა, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა, სამთავრობო სამოქმედო გეგმებით დადგენილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების, დასაქმების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა. მეტად მნიშვნელოვანია გაერო-ს კონვენციის ფაკულტატური ოქმის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ არ არის რატიფიცირებული.

 


სახალხო დამცველმა, როგორც გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ, შექმნა მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს. მექანიზმის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე შეირჩა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი.

 

 


საქართველოს სახალხო დამცველი უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს აქტიურად წარმართოს საქმიანობა დასახელებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და მათი სრული მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში", - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი