თეა წულუკიანი: ლევან მურუსიძის ხელმოწერა არის გირგვლიანის საქმის საკასაციო განჩინებაზე - ეს არის ფაქტი
03-12-2015, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა ითვალისწინებდნენ კანდიდატის საქმიანობას, მათ შორის, წარსულს, ასევე მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. წულუკიანის ეს განცხადება ლევან მურუსიძის წარსული საქმიანობის შესახებ არსებულ ინფორმაციის კომენტირებას მოჰყვა, კერძოდ, კი იმას, რომ მისი ხელმოწერა გირგვლიანის საქმის საკასაციო განჩინებაზეა დაფიქსირებული.


"ბატონი ლევან მურუსიძის ხელმოწერა არის გირგვლიანის საქმის საკასაციო განჩინებაზე - ეს არის ფაქტი. ბატონ მეიშვილთან და ბატონ ტყეშელაშვილთან ერთად, ის იყო ამ საქმეზე კასაციის მოსამართლე. მას, როგორც ჩანს, მართლაც აქვს სურვილი გახდეს უვადო მოსამართლე, რაც თავად თქვა. ამის შესახებ უნდა იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. არასამთავრობო სექტორი და არამხოლოდ ის ითხოვს, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრებმა, ეს არ არის იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი. ალბათ, ყოველი დანიშვნის შემთხვევაში, თითოეული წევრი უნდა ითვალისწინებდეს კანდიდატის, იქნება ეს ლევან მურუსიძე თუ სხვა, საქმიანობას, მათ შორის წარსულ საქმიანობას და კანდიდატის სუსტ და ძლიერ მხარეებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ ყველა კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი