თეა წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია, რადგან იქ სხედან ენმ-ის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები
03-12-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიკერძოებულია და ძალიან მალე ის აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

 


ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 


"საკონსტიტუციო სასამართლოს ის კოლეგია, რომელშიც ბატონი ნიკა გვარამიას ყოფილი მოადგილე, ბატონი ზურაბ ადეიშვილის ყოველთვის ნდობით აღჭურილი ქალბატონი მაია მონაწილეობს, ვერამცდავერამც ვერ იქნება "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი, მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ. ფაქტია, რომ ყოველთვის ამ კოლეგიას ეწერება "ნაციონალური მოძრაობის" თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული იურიდიული პირების, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის საქმეები და ისინი ყოველთვის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ნაციონალური მოძრაობის", მათთან დაახლოებული NGO-ების თუ იურიდიული პირების ინტერესებს იცავენ. დიახ, ეს კოლეგია არის მიკერძოებული და ვერც იქნება მიუკერძოებელი, რადგან იქ სხედან "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, ყოფილი თანამდებობის პირები, იქნება ეს ქალბატონი მაია თუ სხვა მოსამართლეები. თავად ბატონი პაპუაშვილის მიუკერძოებლობაც, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე კითხვის ნიშნებს, მაგრამ რაც არის, ეს არის. თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიუკერძოებლობის იმიჯის ხარჯზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენი ყველას ვალია, რომ მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ და პატივი ვცეთ, თუმცა ამ სასამართლოს დასჭირდება გაჯანსაღება, იქნება ეს რეფორმირების თუ სხვა კუთხით", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი