ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევტა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტი, რომლის ხარისხიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება, რომლის ხარისხიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი ბენზინის და დიზელის საწვავის შენახვა, განთავსება ან მიწოდება გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.