საზოგადოება "ივერია" საკონსტიტუციო სასამართლოს რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებული ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. სარჩელი სასამართლოში ნიკა რურუამ შეიტანა.
"კანონის არსებული ნორმა, რომელიც გვიკრძალავს გავანეიტრალოთ რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო გადაცემები საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა გაუქმდეს. "მაუწყებლის შესახებ" კანონში არის ნორმა, რომელიც კრძალავს და ტექნიკურად გვართმევს გასაჩივრების უფლებას იმისა, რაც ეთნიკურ შუღლს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ზოგადად ქართველი მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აქ არის საუბარი არა გასართობ და სპორტულ, არამედ რუსულ საინფორმაციო გადაცემებზე, რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო არხებზე, მაგალითად NTV, RTR, Russia Today, "zvezda" და სხვა", - აღნიშნა ნიკა რურუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.