შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს
03-12-2015, 04:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პრეზენტაცია უწყებაში დღეს გაიმართა.

 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მისი მიზანია საქართველოში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა: მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებისა და დაცულობის გაუმჯობესება.

 


საკანონმდებლო ცვლილებები და აქტივობები, რომელიც ახალი პროგრამით არის გათვალისწინებული, მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვ.) ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესებას, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისებას, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენებას, ე.წ. უკონტაქტო პატრულირებას, გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალებას, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას, მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანას, მართვის მოწმობის ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში და ა.შ.

 


როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ასევე განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

 


შს სამინისტროში პროგრამის პრეზენტაციას ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი