2016 წლის იანვრიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას დაიწყებს. გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება. სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარი გამოიყოფა.
ადპატირების სამწლიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, გზის სავალი ნაწილის, სარეკრეაციო ზონების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების, ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.
თბილისის ადაპტირების გეგმის განხორციელებაში მერიის საქალაქო სამსახურები და რაიონული გამგეობები მიიღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.