ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ISIS-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეორგოლს ეხმაურება. კადიროვის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების მიერ მოკლული „რუსი ჯაშუში“ ეთნიკური ჩეჩენი იყო.
„არ მჯერა, მისი ჯაშუშობის. მას აიძულეს ეს ყველაფერი ეთქვა. ის ვინც ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი მოკლა, ვერ გადარჩება. მას იმქვეყნად გასამგზავრებელ ბილეთს მივცემთ“ - განაცხადა კადიროვმა.
რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ისლამისტები ირწმუნებიან, რომ კადრებზე რუსი ჯაშუშის სიკვდილით დასჯაა ასახული. ჯიჰადისტების თქმით, ნარინჯისფერ კომბინეზონში ჩაცმული ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.
ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად მეტყველებს და ვლადიმერ პუტინს ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.