საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ახალციხეში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში გამარჯვებულ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ "სახელმწიფო 800 ბიზნეს-იდეის ასამუშავებლად 5 მილიონ 800 ათას ლარს გასცემს, რაც, მინისტრის თქმით, 2 960 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გამოიწვევს.
მინისტრის განცხადებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით.
"ჯამში უკვე 7 846 ბიზნეს იდეა შემოვიდა, რომელიც 12 711-მა განმცხადებელმა წარმოადგინა. დღეის მდგომარეობით გამარჯვებულ ბენეფიციარებთან უკვე გაფორმდა 800 ხელშეკრულება. სახელმწიფო კი ამ 800 იდეის ასამუშავებლად 5 მილიონ 800 ათას ლარს გასცემს, რაც 2 960 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული პროგრამაში - რეგიონში უკვე გაფორმებულია 153 ხელშეკრულება, აქედან დაფინანსებულია 114 ბიზნეს იდეა, რომელიც შექმნის 400-მდე სამუშაო ადგილს.
"ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკურად ძლიერი რეგიონები, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია რეგიონებში ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება, ინოვაციების დანერგვა და უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრაზე პროგრამის რამდენიმე ბენეფიციარმა საკუთარი ბიზნესის მოკლე პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცა და რამდენიმე მიკრომეწარმის ბიზნესი ადგილზე დაათვალიერა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალციხეში მარინა მაისურაძის, მიხეილ მინასიანისა და ბორის თათეშვილის საწარმოები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.