"რეფორმატორები" მათი წევრის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
03-12-2015, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზისუბანში მომხდარ ძარცვას, რომელიც "რეფორმატორების" წევრის ნიკა კირვალიძის საცხოვრებელ სახლში მოხდა, პარტიის წევრები ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან. "რეფორმატორები" აღნიშნულ დანაშაულს პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინათ სააფთიაქო ნარკომანიის თემაზე გამართულ საგანგებო ბრიფინგს უკავშირებენ.

 

 

როგორც "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი აცხადებს, დღევანდელ ფაქტს პარტიაში გამაფრთხილებელ გზავნილად მიიჩნევენ, თუმცა ღლონდის თქმით, დაშინების მცდელობის მიუხედავად "რეფორმატორები" სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ბოლომდე მიიყვანენ. პარტიაში ამბობენ, რომ მზად არის წინადადება, რომელიც პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება.

 

 

"ხმამაღლა, საჯაროდ და პრინციპულად ვაცხადებთ, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საპროტესტო კამპანია მაფიოზური სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ვერავითარი მუქარა, კრიმინალი თუ მზაკვრული გეგმა ვერ შეგვიშლის ხელს!

 

 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ახალ მთავარ პროკურორს, რომ მაქსიმალურად ოპტიმალურ დროში იქნეს გამოძიებული დედაქალაქში, დღის საათებში განხორციელებული კრიმინალი, რომლის ადრესატი არ არის მხოლოდ ნიკოლოზ კირვალიძე და მისი ოჯახი. ჩვენი შეფასებით, ადგილი აქვს პოლიტიკურ-მაფიოზურ ანგარიშსწორებას "ნარკობარონებისა" და მათი მფარვლების მხრიდან", აცხადებს ირაკლი ღლონტი.

 

 

უახლოეს დღეებში "რეფორმატორები" პარლამენტისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ მათ მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადების წარდგენას აპირებენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი