"ყრილობა სააკაშვილისთვის კარგად არ დამთავრდება" - გაბაშვილი და ბოკერია უკრაინაში სააკაშვილთან ხმაურიან გარჩევებს აპირებენ
03-12-2015, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინული მედიით გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი გიორგი გაბაშვილი და მისი ძმა, ლადო გაბაშვილი ფიგურირებენ, ნათლად ჩანს, თუ როგორი მწვავე შიდა დაპირისპირებაა სააკაშვილ-ადეიშვილისა და ბოკერია-უგულავა-გაბაშვილის დაჯგუფებებს შორის.

 

 

გიორგი გაბაშვილი ჩანაწერში ამბობს, რომ მათი პარტიის ყრილობის ჩატარებაზეა ლაპარაკი, მაგრამ ამატებს, რომ ეს ყრილობა სააკაშვილისა და მის დაჯგუფებისთვის კარგად არ დამთავრდება.

 

 

"ჩვენ ვეუბნებით, რომ შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა არავის არ აწყობს... იმედი მაქვს მაინც, რომ დალაგდებიან... მიშა არის ამის უკან, თვითონ არ ჩანს, მარა ადეიშვილი, ვარშალომიძე, ეგ მურთაზ ზოდელავა, მაქაური პრო...ები, საყვარელიძე და ვინც არიან მანდ, და ციხიდან ბაჩო, ყველა ერთად მე, ბოკერიას, გიგის, ასე ვთქვათ, ჩვენს "სასტავს" ებრძვიან და უნდათ ჩაჩოჩება და ჩვენ ვეუბნებით, რომ შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე, აგერა ვართ და თუ არ გინდათ, შეიტენეთ ტრა... ში და ვნახოთ რასაც იზამთ, თქვენი დედაც მოვ... ან -მეთქი რაა... იმის ნაცვლად, რომ ბიძინაზე ფიქრობდეს, ჩვენზე ფიქრობს ტიპი. ჯერ ეს ერთი, ოდესაზე უნდა ფიქრობდეს წესით, მერე ბიძინაზე და ბოლოს ჩვენზე, ეჭვიანობს, რაა... ეჭვიანობს, რომ ისე დავლაგდებით, რომ ეგ აღარ დაგვჭირდება, ეჭვიანობს, გიჟია. მაგის ტვინში ხომ ვერ შეცვლი, აბა რად უნდა უნდოდეს, ბაჩოს და ადეიშვილის დალაგებული პარტია. არ გამოჩნდება, რომ ბაჩო და ადეიშვილი ალაგებენ, თუ რა? ქართველი ხალხი აღფრთოვანებით შეხვდება ამ ორი "დიდი" მოღვაწის ქართულ პოლიტიკაში გაბლატავებას? იმის ნაცვლად, რომ ყველანაირად მალავდეს და აჩოჩებდეს თავის ყოფილ, "პაზორნი" ძალოვნებს, ისევ იმათ ეყრდნობა და მარტო მათი იმედი აქვს და იყოს ეხლა და რა ვუყოთ ჩვენ".

 

 

ლადო გაბაშვილი: "ჭკვიანი კაცია და რატომ სჭირს ასეთი რამე?"

 

 

გიორგი გაბაშვილი: "გიჟია, ხელისუფლების გიჟია. მონები უნდა, არ უნდა ადამიანები. ჩვენ მონები ვერ გავხდებით. თან სამ კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებრძვის იქიდან და რა ვიცი. მაგდენი ნამუსიც არ აქვს, რომ გიგისთან ბრძოლა არ იკადროს, რა ვიცი. რეკავს ხალხთან და ეუბნება, რომ ეგ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხია."

 


გიორგი გაბაშვილი ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ ის და გიგა ბოკერია უკრაინაში ჩასვლას და სააკაშვილთან შეხვედრას აპირებენ, რომ მას აზრი შეაცვლევინონ. გაბაშვილი სააკაშვილთან ხმაურიან გარჩევებს არ გამორიცხავს და წუხს, რომ უკრაინაში "ვასილიჩი" (სავარაუდოდ, გივი თარგამაძე) მათთან ერთად ჩასვლას ვერ მოახერხებს. გიორგი გაბაშვილი, მისი თანაპარტიელის და კოლეგის, გიორგი ვაშაძის გვარსაც ახსენებს და მას უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. "ჭიათურელი, ნაგლი კომკავშირელია, მეტი არაფერი, ღირებულებების და პრინციპების გარეშე."

 

 

ფარული ჩანაწერის ბოლოს თანამოსაუბრეები თანხმდებიან, რომ სააკაშვილზე გავლენას უკრაინაში მყოფი თანაპრტიელები, ასევე ვაშაძე და სხვები ახდენენ და მას აგიჟებენ, განსაკუთრებით კი "დედა მოტ...ლი საათვალეებიანი, "გლავნი" პრო...ი" (სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილი).

 

 

guardian.ge ბოდიშს უხდის მსმენელს იმისათვის, რომ აღნიშნულ ფარულ აუდიო ჩანაწერში უცენზურო სიტყვები ისმის.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი