გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად
04-12-2015, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა შექმნას ყველა პირობა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობის დროს გააკეთა.

 


გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა მინისტრთა საბჭოს პლენარულ სესიაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა. მინისტრმა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით,  ეუთო-ს შესაბამის ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

 


ამასთან, კვირიკაშვილმა საქართველოში ბოლო პერიოდში გატარებულ პოლიტიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

 


"საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ურყევია. ჩვენ ერთგული ვრჩებით ქვეყნის ვეროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის, რაც ქართველის ხალხის არჩევანია. საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის იმპლემენტაცია, როგორც სასამართლო, ასევე იუსტიციის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ეუთო-ს შესაბამისი სტრუქტურებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავა საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების გაზიარებას" - განაცხადა მინისტრმა.

 


ეუთოს 22-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან და ასევე კოლეგა მინისტრებთან.
სერბეთი მინისტერიალს 3-4 დეკემბერს მასპინძლობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი