საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ახლადშეძენილ შენობას ეწვია.
პრემიერმა საელჩოს შენობაში 31-ე ბატალიონის წევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი ჯონი თოფურია დააჯილდოვა და მედალი - "სამშობლოსთვის თავდადებული" გადასცა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერჟანტი ჯონი თოფურია 2006-2007 წლებში ერაყში სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ხოლო 2010 წლიდან - ავღანეთში. 2012 წლის 6 მარტს იგი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში, ასევე მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას გახსნიან. ირაკლი ღარიბაშვილი და ჯონ კერი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.