გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები
04-12-2015, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელგრადში, ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მონაწილეობისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 


"რუსეთის ფედერაცია ცდილობს ოკუპირებული რეგიონების საკუთარ სამხედრო, სოციალურ და საფინანსო სისტემებში სრულ ინტეგრაციას. კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს საშუალება განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ისინი მოკლებული არიან თავისუფლად გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და რაც მთავარია მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას. გალის რაიონის 11 დაწყებით სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია და ჩანაცვლებულია რუსული ენით. შეფასებები განსაკუთრებით საგანგაშოა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობით. ეს გვაიძულებს სასწრაფოდ ვეძიოთ გზები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარის "საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების შესახებ" ანგარიშის შესასრულებლად," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი