ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება
04-12-2015, 00:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სულ მალე საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება.

 


ამის შესახებ პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და წარმატებული რეგიონული პროექტები დაასახელა.

 


პრემიერის თქმით, წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის დადასტურებაა ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის" პროექტები. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების" პროექტი, რომელიც ,,სამხრეთ გაზის დერეფნის" ამოქმედებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 


"ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რა თქმა უნდა, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ "აშხაბადის დეკლარაციას", მივესალმებით ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას და ვმონაწილებთ ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ასევე მიგვაჩნია, რომ რეგიონალური და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო პროექტების განხორციელება, როგორიცაა "ევრო-აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი" (EAOTC), გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი (AGRI LNG) და "თეთრი ნაკადი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირთან გაფორმებული "ასოცირების შესახებ შეთანხმების" განხორციელება, რომელიც ეკონომიკის სხვა სფეროებთან ერთად გულისხმობს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროშიც.

 


"დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკომისიის მხარესთან "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების მიზნით და ეს პროცესი საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სულ მალე საქართველო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი