საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდ წილად აუთვისებელია. კალაძე თვლის, რომ ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობა არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები არის საჭირო იმისათვის, რომ აშენდეს ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები და გაფართოვდეს გენერირების შესაძლებლობები.
ამის შესახებ კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე "რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის გზით" განაცხადა.
"სავარაუდო პოტენციური გენერაციის ნამატი სამხრეთ კავკასიაში ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, თუმცა არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდ წილად აუთვისებელია. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა გენერაციაში და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა განვითარდეს რეგიონში ელექტროენერგიით ვაჭრობა. ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობა არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ელემენტი, თუმცა მრავალმხრივი შეთანხმებები საჭიროა, რათა გამოყენებულ იქნას სრული რეგიონული პოტენციალი და მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი. ამიტომ, მნიშვნელოვანი ინვესტიციები არის საჭირო იმისათვის, რომ აშენდეს ურთიერთდამაკავშირებელი ხაზები და გაფართოვდეს გენერირების შესაძლებლობები. საქართველო არის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დამფუძნებელი წევრი. ქარტია არის მრავალმხრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, მისი სამართლებრივი კომპონენტებითა და ფართო გეოგრაფიული არეალით. ქარტიას შეუძლია შემოგვთავაზოს საჭირო ინსტიტუციონალური პლატფორმა გლობალური და რეგიონული ენერგეტიკული მართვისთვის. ენერგეტიკული ქარტია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენეგეტიკული კავშირების განვითარებას. მე მჯერა, რომ ელექტრონერგიის დერეფნის განვითარება მთელს სამხრეთ კავკასიაში მოუტანს რეგიონს სარგებელს რიგ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.