საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი არის ასათვისებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში აღნიშნული მინისტრიალის ჩატარების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ყველასთვის სასიხარულოა.
"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების გამყარება და შემდგომი გაღრმავება. თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში კი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რაც რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ სფეროში. რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ შემდგომი 10 წლის განმავლობაში უკვე არსებულ კონტრაქტებში ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვექნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.