"ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით შეშფოთებულია" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ბელგრადში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ევროკავშირი შეშფოთებულია დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოგვარების კუთხით ძალიან მცირე პროგრესით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდით და საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით", - განაცხადა მოგერინიმ.
მოგერინიმ მოუწოდა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, "ეუთო-ს პრინციპების დაცვით, კეთილსინდისიერად იმუშავოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად". მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიური მონაწილეობა გააგრძელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.