საქართველომ მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა
04-12-2015, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

"წინსვლა გამოწვეულია იმ რეფორმებით, რომელიც ტარდება თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტრო დახურული უწყებიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ღია და საჯარო უწყებად საქართველოში, გააქტიურდა მასმედიასთან ურთიერთობა, ასევე გააქტიურდა საპარლამენტო კონტროლი და გაიზარდა მათი ეფექტიანობა საქართველოს თავდაცვის სისტემის მიმართ, გატარდა რეფორმები პერსონალის მართვის, შესყიდვების, თავდაცვის ბიუჯეტირების მიმართულებით. სამინისტროში მიმდინარეობს ყოველდღიური ზრუნვა კეთილსინდისიერების ამაღლებაზე, მონიტორინგი ანტიკორუფციული გარემოს გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან ერთად ანტიკორუფციული გეგმაც შევიმუშავეთ, რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და ვასრულებთ", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი