ასპინძის გამგებელმა ლევან ცაბაძემ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა
04-12-2015, 02:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა. შეხვედრა გაიმართა კულტურის ცენტრში, რომელიც მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.


აღნიშნულ შეხვედრაზე ლევან ცაბაძემ მოსახლეობას გააცნო 2013-2015 წლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.


ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა, სოფელ ხიზაბავრაში ასფალტო-ბეტონის თითქმის 7 კმ-იანი გზის საფარის დაგებაა, რის გამოც, სოფელ ხიზაბავრის მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ კმაყოფილებას გამოთქვამს.


ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლევან ცაბაძის თქმით, 2017 წლამდე ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს მოასფალტებული მისასვლელი გზა და 21 -ე საუკუნეში მოუწესრიგებელი გზების საკითხი არ უნდა არსებობდეს. სოფელ ხიზაბავრაში უკვე გაყვანილია ბუნებრივი გაზი და აღდგენილია სასმელი წყლის სისტემა.


დაბა ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რასაც 900 ათასი ლარი მოხმარდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით დასრულდა.


ასპინძის გამგეობის ინფორმაციით, N 1 საბავშვო ბაღში სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, მოპირკეთდა გარე ფასადი. კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც.


გამგებელმა ანგარიშის წარდგენის დასასრულს ასევე ისაუბრა იმ პროექტებზეც, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი