„უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ თემით სპეკულაციას უნდა დაანებოს თავი პრეზიდენტმა“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის საკითხსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სხდომაზე დასწრების უართან დაკავშირებით გააკეთა.
ვოლსკის თქმით, გიორგი მარგველაშვილი სპეკულირებს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვით და იმით, რომ პრეზიდენტია.
„დავანებოთ საზოგადოებასთან თამაშს თავი, პრეზიდენტი სპეკულირებს იმით, რომ პრეზიდენტია, არჩეულია, თითქოს ჩვენ არ მივიღეთ მის არჩევაში მონაწილეობა. ეს კონკრეტული შემთხვევა არის მხოლოდ და მხოლოდ გავლენის ჩვენების მცდელობა“- აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე შეფასებით, "ძალიან კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი" უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ მიდის. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მინისტრები უნდა მივიდნენ და ისინი პრემიერის პოზიციას დააფიქსირებენ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები.
ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა იქნება მეოთხე შემთხვევა როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სხდომას არ დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.