საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.
"პირდაპირ გეუბნებით, არ არის მისი პოლიტიკური გუნდის სათავეში მოსვლის ალბათობა. მე ასე ვიცი და ასე მჯერა. მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ისეთი, როგორც მან თავად განაცხადა. მე რაც ვიცი, ეს ის არის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მან კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას". ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას", - განმარტა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.