თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ განცხადება თავად თინათინ ხიდაშელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომას ასევე დაესწრება გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძეც.
„ჩემი უწყებიდან ორივე უშიშროების საბჭოს წევრი ვიქნებით, მეც და გენერალიც. თემა რომელსაც დრეს უშიშროების საბჭო იხილავს პირდაპ არის თავდაცვის უწყების ქვემდებარე. უნდა ვისაუბროთ იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც ქვეყანაში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შეიქმნა. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ მუშა პროცესია და არაფრიდან ტრაგედიის გაკეთება არ არის საჭირო“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი საბჭოზე პრემიერის არდასწრებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი თავად პრემიერის გადასაწყვეტია.
უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.