"ზამთარში არანაირი გრაფიკი არ იქნება, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულებრივად უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"არანაირი პრობლემა არ გვაქვს ზამთართან დაკავშირებით. კომპანიებმა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც მათ დაგეგმილი ჰქონდათ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს. გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა, რომ ქაოსი შემოეტანა თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იქნებოდა ქვეყანაში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ეს არის სიცრუე", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.