ქედის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესია შეწყვეტილი. ადმინისტრაციულ ცენტრში თოვლის საფარმა 50 სმ-ს, ხოლო სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია. როგორც ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ guardian.ge-ს განუცხადა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია 8 საჯარო სკოლასა და 10 საბავშვო ბაღში.
მუნიციპალიტეტში, ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული რის შედეგადაც, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„გადაუღებელმა თოვამ პრობლემები შექმნა. ნაწილ სოფლებში შესაძლებელია ორხიდიანი ავტომობილებით მიმოსვლა, ნაწილში კი ამ დროისთვის შეზღუდულია. გზები გაწმენდილია მერისისა და უჩხითის მიმართულებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ ნაწილობრივ სოფლებს მახუნცეთისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაზაიანების ადგილებს ენერგო პრო-ჯორჯიას თანამშრომლები სწავლობენ.
სასწავლო პროცესი დღეს შეწყვეტილია 8 საჯარო სკოლაში და 10 საბავშვო ბაღში.
ქედაში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს“ - განაცხადა დავით დუმბაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.