კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა
04-12-2015, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ, საქართველოს ყველა მაღალმთიან რეგიონში კვლავ ძლიერი თოვა იყო.

 


მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილზე, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე. შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე.

 


ამ დროისთვის, მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, სადაც ზვავსაშიშროება უკვე მოიხსნა. აღნიშნულ მონაკვეთზე, დილიდან, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარის პირობებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, მოძრაობის გახსნა დღის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

 


ამავე გზის მლეთა-გუდაურის და კობი–ლარსის მონაკვეთებზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი