ევროპარლამენტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც 31 პარლამენტარი აწერს ხელს. ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟან კლოდ იუნკერს და ევროკომისარს საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინის მიმართავენ და საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭება უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, გამოხატავს ევროკავშირის ერთგულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, რაც სულ უფრო აქტუალური ხდება იმ დიდი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებზე ხორციელდება. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს გამბედაობას იმისთვის, რომ გააგრძელონ რეფორმები და მოახდინონ დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში" - ნათქვამია წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.