"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა სამართლებრივი ბერკეტების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაა.
როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ხელისუფლების მხრიდან ასეთი ოდიოზური ქმედების არაერთ შემთხვევას ჰქონია ადგილი და ეს ამ პრაქტიკის გაგრძელებაა".
"მიხეილ სააკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნები ჩვენს ქვეყანაში. ახლა იმის გამო, რომ 2016 წელი ახლოვდება, ხელისუფლებას აქვს არჩევნებში დამარცხების შიში. ამიტომ გადაწყვიტეს, ამ გზებით აღუკვეთონ მას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა ასეთი მექანიზმებით შეზღუდვა ვერ მოხდება. მიხეილ სააკაშვილი ის პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება პოლიტიკაზე. ცხადია, ის რჩება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ლიდერად, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის წინააღმდეგობებს შეუქმნის ხელისუფლება. რეალურად, მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი "ნაციონალური მოძრაობისთვის", ხოლო სხვა ტექნიკური ხასიათის დეტალები იმის მიხედვით გადაწყდება, როგორი ვითარება იქნება", - აღნიშნა წიკლაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.