"მიხეილ სააკაშვილის კარიერული გზა რომც დასრულდეს უკრაინაში, ის თავისუფლად განაგრძობს მოღვაწეობას აშშ-ში ან ევროპაში"
04-12-2015, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიხეილ სააკაშვილი იმდენად სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკოსია, რომ უკრაინაში რომ დასრულდეს მისი კარიერული გზა, ის თავისუფლად განაგრძობს მოღვაწეობას აშშ-ში ან ევროპაში“ - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ Guardian.ge- სთან საუბარში, ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და სააკაშვილ-პოროშენკოს შორის არსებულ, დაძაბულ ურთიერთობაზე კომენტირებისას გააკეთა.



საყვარელიძე ასევე გამოეხმაურა უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ძმებ გაბაშვილების სატელეფონო საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც საუბარია შიდა დაპირისპირებაზე სააკაშვილ-ადეიშვილსა და ბოკერია-უგულავა-გაბაშვილს შორის. პოლიტოლოგის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება გარდაუვალია.

 


„მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება გამორიცხულია. პარტია თანდათან სუსტდება წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას და მის დაპირისპირებას პოროშენკოსთან, სააკაშვილი რომც აღარ იყოს ოდესის გუბერნატორი, წასვლა რომ მოუწიოს უკრაინიდან, მისი პოლიტიკური გზა და კარიერული ხაზი მაინც არ დასრულდება. მოგეხსენებათ, ექსპრეზიდენტს ძალიან დიდი დასაყრდენი აქვს იგივე ევროპაში, აშშ-ში. გამომდინარე აქედან, ის თავისუფლად განაგრძობს სხვაგან მოღვაწეობას“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი