სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. მისი სახელი და გვარი ინტერპოლის ოფიციალურ გვერდზე ძებნილების ბაზაში აღარ არის.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
„ერეკლე კოდუა ინტერპოლმა ძებნიდან მოხსნა. ვულოცავ საბას მამას ამ მაგარ ამბავს“ - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუკზე.
სუს-ის ყოფილი უფროსის მიმართ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობაც აქვს შეფარდებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.