პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, რაც მისი საადვოკატო საქმიანობითაა გამოწვეული.
პარტიის წევრების განცხადებით, გიორგი ონიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიიღო, რომელიც მათი თქმით, არაოფიციალურად კვლავ მთავრ პროკურორად რჩება.
"გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ პოლიტიკური ფიგურის ადვოკატის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიღებულია კრიმინალი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ, რომელიც არაფორმალურად კვლავაც რჩება საქართველოს მთავარ პროკურორად, რაც კანონის დარღვევაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორების უგუნური კამპანია და დაიწყოს საკუთარი საარჩევნო დაპირებების ასრულება - მზარდ უმუშევრობასთან და გაჭირვებასთან ბრძოლა"- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც "ნაციონალები" აცხადებენ, მათ აქვთ ცნობები იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ პირებს პროკურატურაში იბარებდნენ და ონიანის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ცნობით, უკვე ექვსი თვეა პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ონიანის შევიწროვების მცდელობებს, რადგან ადვოკატის რანგში მისი საქმიანობა პროკურატურისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
"ხატიაშვილის თქმით, ადვოკატებზე, მათ შორის გოგა ონიანზე ზეწოლის გამო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალდო ბურგარელიმ სპეციალური წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა"- აცხადებენ "ნაციონალები".
პარტიის წარმომადგენლების თქმით, ონიანმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ ორ საქმეზე, ორი მთავარი მოწმის-ჯოლოხუა და გორგაძის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან მოტაცების და მათზე ზეწოლის ფაქტები გამოააშკარავა.
"ნაციონალების" განცხადებით, ონიანმა ასევე ამხილა მედიაკავშირ "ობიქტივის" ხელმძღვანელი ჟურნალისტი ირმა ინაშვილს კავშირი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.
პროკურატურის ინფორმაციით, ონიანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე იქნა დაკავებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.