მიხეილ სააკაშვილი: მარგველაშვილი ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუკი საერთოდ შერჩება
04-12-2015, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მიიღეს.

 

 

"პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩამომართვა მოქალაქეობა. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს კაცი ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, თუკი საერთოდ შერჩება. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მიღებულია რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, მისი დაშინებული, ხავსმოჭიდებული უუნარო ხელისუფლების და ემსახურება ერთადერთ მიზანს - გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისკენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა მათი მისამართით, ვინც პარალელებს ავლებს ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის.

 

 

"ივანიშვილს, მას შემდეგ რაც მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის ეთქვა, თითქოს ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებზე და მივეცით ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

 


ჩემი სიტუაცია იყო სრულიად განსხვავებული. მათ თავიდანვე თქვეს, რომ მე აუცილებლად დამაპატიმრებდნენ. ეს თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა, მედვედევმა და ეს არაერთხელ თქვა მათ მიერ დაფინანსებულმა და წახალისებულმა ივანიშვილმა. ამ ფონზე მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს მე წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც მიდის საქართველოში - ბრძოლა საერთო მომავლისთის, ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, ბრძოლა თავისუფლებისთვის. უკრაინის გადარჩენა და წარმატება არის საქართველოს მომავალი, გადარჩენა და წარმატება.

 

 

დღეს მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ ქართულ საქმეს, ვემსახურებით საქართველოს მომავალს, ჩვენს საერთო მომავალს. ამიტომ, მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ჩემს ქართველობას. ვერავინ დამაკარგვინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი