2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი, – ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” ჟურნალისტის შეკითხვის - "არიან თუ არა დათხოვნილნი ისეთი გახმაურებული საქმეების გამყალბებელი პროკურორები, როგორიცაა “კორტების საქმე”, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა საქმეები?" - საპასუხოდ გააკეთა.
“თითოეულ ამ სისხლის სამართლის საქმეში, როგორიც არის მაგალითად “კორტების საქმე”, “26 მაისის საქმე”, ვისი პერსონალური ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ პიროვნებების მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
ის პროკურორები, რა საქმეებიც ჩამოვთვალეთ და რომლებიც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ საქმეებში, დღესდღეობით პროკურატურაში არ მუშაობენ. არც ერთი ოლქის პროკურორი, არც ერთი დეპარტამენტის უფროსი, უფრო მაღალი თანამდებობის პირი, ამ თანამდებობებზე აღარ მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში მეც მომისმენია პრეტენზიები, თუმცა პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი. სულ 600-მდე თანამშრომელი. ასევე, მივიღეთ სადღაც 200-მდე ახალი პროკურორ-გამომძიებელი”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.