აშშ-ს ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა. ამის შესახებ რიჩარდ ლუგარმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა საკმაოდ წარმატებულად იმართება, მაგრამ ის რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშაა.
"მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა - სააკაშვილმა დატოვა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა, შესაძლოა იმიტომ, რომ შემცირდა ამერიკასთან კავშირები. ეს ქართველებისთვის სამწუხაროა. ქვეყანას საკმაოდ წარმატებულად მართავენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არიან. გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მათ დიდი პრობლემები აქვთ და ყოველთვის ექნებათ. შესაძლოა, საქართველოში პოლიტიკა ნატო-სთან უფრო მყარი კავშირებისკენ ისევ შეიცვალოს, მაგრამ ეს აქამდე ბევრი მიზეზის გამო არ მომხდარა", - განაცხადა რიჩარდ ლუგარმა.
83 წლის რიჩარდ ლუგარი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ინდიანას შტატიდან, 36 წლის განმავლობაში, 1977-2013 წლებში იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.