[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
სამხედრო პოლიციელებმა უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინეს
05-12-2015, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს. ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა № 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ისინი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ. ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში სამხედრო პოლიციის 16 თანამშრომელი მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ სასწრაფო – სამედიცინო სამსახურს, საპატრულო პოლიციას და გაზმომარაგების კომპანიასაც მათვე აცნობეს. ფაქტს ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 განყოფილება სწავლობს. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობამ 16-ივე თანამშრომელი წაახალისა და მადლობა გამოუცხადა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი