უკრაინის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის განცხადებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო პორტალი “RT” ავრცელებს.
"იანუკოვიჩი გაუჩინარდა. 21 თებერვალს იანუკოვიჩი, კლუევთან ერთად კიევიდან ხარკოვში გაფრინდა, 22-ში კი ხაკოვიდან – დონეცკში. მოგვიანებით კი დონეცკიდან ყირიმში გადავიდა. როდესაც მან შეიტყო, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ალექსანდრე ტურჩინოვს დაეკისრა, იანუოვიჩი დაცვას დაემშვიდობა და მათ სახელმწიფო დაცვაზე ოფიციალური უარის განცხადება გადასცა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი კლუევთან და დაცვის თანამშრომლების ნაწილთან ერთად, სამი მანქანით გაურკვეველი ვითარებით გაუჩინარდა", - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არსენ ავაკოვი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.