დავით უსუფაშვილი: თუ ოდესმე არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში
05-12-2015, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ოდესმე არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგამოფენო ცეტრ “ექსპო ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც რესპუბლიკური პარტია საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით, “დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის” მართავს.


კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ უსუფაშვილმა მის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს "ფორმულა" არა მარტო "რესპუბლიკელებს", არამედ ყველა სხვა პარტიას "თანაბრად" ეხება. 



“რაც შეეხება ჩემს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ოდესმე არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფორმულა თანაბრად ეხება ყველა პარტიას. თუ გვინდა მრავალფეროვნება, თავისუფლება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ საზოგადოებაში არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ე.წ. საკონტროლო პაკეტი 50 + 1. ამ ამოცანას პარტია არ უნდა ისახავდეს. პარტიისთვის ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნილება. მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ნახევარზე მეტი ჩვენნაირი. რატომ უნდა იყოს ჩვენნაირი, როდესაც ვიცი, რომ არ არის ჩემნაირი. მე თუ ამას მოვითხოვ, მერე სხვაც ხომ ჩემგან ამას მოითხოვს. სხვა შეეცდება იმას, რომ მე მაინცდამაინც მისიანი გავხდე”, – განაცხადა უსუფაშივლმა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის  აუცილებელი წინაპირობა მრავალპარტიულობა და მრავალფეროვნება არის.



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი