"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე არ ეყოლება. გადაწყვეტილება ამის თაობაზე პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმ მიზეზით მიიღო, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქლაქეობა ჩამოერთვა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ის ვეღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში, შესაბამისად ვერ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ.
"ის, რომ პოლიტიკური დევნის შედეგად მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრაქტიკულად მთლიანი იზოლირება ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრციდან ქვეყნისთვის არის ცალსახად ცუდი და ხელისუფლებისთვის სამარცხვინო, მაგრამ რაც შეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, ბუნებრივია, ჩვენ როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. 3 წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის. პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტსაბჭო და გუნდურად, ერთიანად, ერთად ჩვენ აუცილებად შევასრულებთ მთავარ ამოცანას, 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გაუშვებთ ამ ხელისუფლებას. დავაბრუნებთ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, დავაბრუნებთ ქვეყანაში განვითარებას და შევწყვეტთ იმ პოლიტიკურ დევნას, რომლის შედეგიც არის გუშინდელი გადაწყვეტილება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.