"ვაშინგტონში მოუთმენლად ელიან, გაიცნონ ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი მსოფლიოში"
24-02-2014, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონში მოუთმენლად ელიან, გაიცნონ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერის აშშ-ში ვიზიტი კარგი შანსია საქართველოს მთავრობისთვის საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

 


"მინდა საქართველოს მივულოცო ახალი საელჩო ამერიკაში. ეს არაჩვეულებრივი ადგილი და შესანიშნავი შენობაა, რომელიც ახლოსაა რამდენიმე სხვა საელჩოსთან. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ იწყება. ვფიქრობ, დაგეგმილ შეხვედრებზე იქნება შესაძლებლობა, რომ საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა განიხილონ რეგიონსა და უკრაინაში შექმნილი ვითარება. ასევე, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები რამდენიმე მიმართულებით. ველით შეხვედრებს თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. ეს კარგი შანსია საქართველოს მთავრობისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ვაშინგტონში მოუთმენლად ელიან, გაიცნონ ახალი პრემიერ-მინისტრი, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი მსოფლიოში," – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   madona
      
ხიხოს ფინია ნორლანდი აბა რას იტყოდა, აბა სიხარულისაგან ფეხზე ვერ დგანან ამერიკელები, ეს ვინ გვესტუმრაო.
24 თებერვალი 2014 22:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი