თუ არა "რესპუბლიკური პარტია", მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარტიის რიგით მე-16 ყრილობაზე გააკეთა.
"მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ემოციებით, არამედ ცოდნით. თუ ვინმემ იცის რაიმე, თუ როგორ შეიქმნა კოალიცია, როგორ მუშაობდა კოალიცია დღემდე და როგორ მუშაობს დღეს, მეც ვარ ერთ-ერთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაყები იმით, რასაც კოალიციამ მიაღწია და უნდა ვიცოდეთ, რომ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რასაც კოალიცია ვერ მიაღწევდა, რაშიც მას პრობლემა და ჩავარდნა ექნება. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ვართ კოალიციის შედარებით მომცრო სუბიექტი, მაგრამ არა ნაკლები პასუხისმგებლობით ვინმე სხვაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა საკითხს სწორედ ასე უყურებს", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.