ხობის მუნიციპალიტეტში, რიონი-ხობის მდინარეთაშორის მასივზე, ჭალადიდის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება
06-12-2015, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" რიონი-ხობის მდინარეთაშორის მასივზე ჭალადიდის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს ახორციელებს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი, შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი, ლევან დვალი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ჭალადიდის დამშრობი სისტემის რებილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერეს.


როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. არხების გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურებსაც.


შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის განცხადეით, ჭალადიდის დამშრობი სისტემის სრულად აღდგენის შემდეგ, 2017 წლისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაახლოებით 2 250 ჰა მიწის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების საშუალება ექნება.


დღეისათვის სამეგრელოს რეგიონში 7, ხოლო საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო სისტემების 26 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.


სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, თითქმის 30 წელია მელიორაციის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუსაოები რეგიონში არ ჩატარებულა.


2012 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში, სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო 17 პროექტი დასრულდა. შედეგად, რეგიონში დაშრობილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 16 000 ჰა–მდე გაიზარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი