კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. იგი პარტიას სახელწოდებით, “ბედნიერი საქართველოსთვის” ქმნის და ირწმუნება, რომ მისი პარტიის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიები 400-500 ლარამდე გაიზრდება.
მისი თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი ევროპული უნდა იყოს და არა ამერიკული და რუსული, თუმცა მიაჩნია, რომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.
„რუსეთთან დაპირისპირებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს, საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე უნდა შეიქმნას, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მოუნდეთ ყოფნა", განაცხადა ჩერნოვიცკიმ.
ლეონიდ ჩერნოვეცკმა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარნტნიორობა” დაარსა და ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული. მან სოლიდური თანხა, 110 000 ლარი ჩარიცხა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა ფონდში. (100 000 ლარი თბილისის მერიის დახმარების ფონდში გადარიცხა, ხოლო 10 000 ლარი გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახისთვის გამოყო).
პარტიის შექმნაზე გაჟღერებულ განცხადებასთან ერთად ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 ათასლარიან ჯილდოს დაწესებაც დაანონსა.
ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის „სოციალური პარტნიორობა“ პრეზიდენტის გიორგი ქვრივიშვილის განმარტებით, კიევის ყოფილი მერის განცხადება მეგის ქარდავას ბრალდებებს უკავშირდება."მან თქვა, რომ აწესებს 150-ათასლარიან ჯილდოს, მასზე ვინც ჩამოიყვანს და ჩააბარებს პოლიციას მეგის ქარდავას. განცხადება უკავშირდება იმ ძალადობის ფაქტებს, რომელიც ქარდავას დადასტურებული აქვს სასამართლოს მიერ", - განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
მეგის ქარდავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მას ორ საქმეზე დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და დღემდე იძებნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.