კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედია დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისთვის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ღარიბაშვილი ქართველი ხალხის სახელით აზერბაიჯანელ ხალხს უსამძიმრებს.
"აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაკარგულები. ეს დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისათვის. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მოძმე ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დღეებში ჩვენ ვდგავართ თითოეული აზერბაიჯანელის გვერდით და ვიზიარებთ მათ მწუხარებას", - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.