ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
06-12-2015, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის - დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო.

 

 

მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი გახდა. პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

 

 

“მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს და ებრალებს შორის არსებობდეს მუდმივი ძმობა და სიყვარული. დღევანდელი დღე არის სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. მინდა გისურვოთ მშვიდობა; ჩვენ საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ გვმართებს დიდი მოთმინება და გონიერება. ვუსურვებ ებრაელ ხალხს გაძლიერებას და მშვიდობას ქართველ ხალხთან ერთად. დაე, დღეს აქ დანთებული სანთელი იყოს სიმბოლო უკეთესი ხვალინდელი დღის,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, თბილისის მერი დავით ნარმანია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი